სილამაზის მომენტები
- ჩვენი ცხოვრებაც ძალიან ლამაზია, უბრალოდ ხანდახან არ ვიცით ხოლმე...
- ეხ, დამანახე ერთი ეგ სილამაზე და გეფიცები არ გავიტეხ გულს! სად არის, აბა?!
- სადაა და დილით, 7 საათზე, როცა ქალაქი იღვიძებს...
სად და სარკეში, როცა ახალი შხაპმიღებული იყურები, სველი თმებიდან ცვეთები გცვივა და იღიმები...
როცა ღამე, გვიან მოსეირნობ ქუჩაში და კაციშვილის ჭაჭანება არაა...
როცა ანანურის ციხის გალავანზე დგეხარ და ჟინვალის წყალსაცავს უყურებ...
როცა გერგეთის სამების სამრეკლოს შეაფარებ სეტყვისგან თავს და უყურებ, როგორ ჩადის სეტყვის ღრუბელი ქვევით, მთის კალთას მიუყვება და ყაზბეგს (სტეფანწმინდას) სეტყვავს...
როცა ბორჯომ/ხარაგაულის ტყეპარკში ხარ, სეირნობ ან ცხენით, ან მანქანით, თუნდაც ფეხით...
- და როცა ეს ყველაფერი შორია და არ გაჩვენებს ცხოვრება?!
- როცა ვარძიის კიბეებზე ზურგით კედლისკენ ჩამოდიხარ, და ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოწყდე...
სულაც არაა შორი, ჩვენ ვიშორებთ...
რა უნდა მარშუტკაში ჩაჯდომას და დაგაზვას...
იქ, სადაც ეგეთი რამეების მეტი არაფერია...
და კიდე რამდენი პატარა მომენტია და დეტალი, რამაც შეიძლება არაჩვეულებრივ ხასიათზე დაგაყენოს...

