Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

შუქნიშანი ღამით

Updated
1 min read

არადა, მაგრა ლამაზად ჩანდა, სველი ასფალტი ირეკლავდა ეულად მოციმციმე შუქნიშნის ფერად-ფერად შუქს...
მანქანები მორიდებით ჩერდებოდნენ, და ფეხაკრეფით იძვრებოდნენ ადგილიდან...
ნისლი იდგა ქალაქში...
ცისფრად შეღებილი 16-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის არცერთ ფანჯარაში შუქი აღარ ენთო...
ღამის მესამე საათი იწყებოდა...
ტაქსი კი არ გვიჩერებდა…

რაც შეეხება შუქნიშნის ფერებს - ეს ლურჯი საიდან გაჩნდა, აზრზე არა ვარ (?) ალბათ, ყვითლიდან მწვანეზე რომ ირთვებოდა, მაშინ აღიქვა ტელეფონმა ფერი...

უფრო ლამაზი ახსნა იქნებოდა, რომ ჩვენმა საყვარელმა მთავრობამ ახალი, მეოთხე ფერი შემოიღო შუქნიშნისთვის. მაგრამ მგონი აქამდე ჯერ არ მისულა საქმე...

2 views

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬