Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

შუკები, ჩიხები...

Updated
1 min read

მიყვარს პატარა ქუჩები, პატარა სახლები, პატარა შუკები და ჩიხები და...

სეირნობა მიყვარს ხოლმე, ფოტოაპარატით ხელში, და უაზოდ თვალიერება... მიყვარს და დრო აღარ მაქვს...

რამდენი მქონდა გადაღებული, შარდენისა და ერეკლე მეორეს ქუჩები, ჯერ რომ არცერთი ბარი არ იყო, მაშინ... ეხლა აღარ არის ისეთი, სხვა ხიბლი შეიძინა...

დააკვირდით პირველ ფოტოს. საით წახვიდოდით? მარცხნივ თუ მარჯვნივ? მე - მარცხნივ. იმიტომ რომ მარჯვნივ ორი კაცი მიდის - ესე იგი, იქით კიდევ მეტია, ესე იგი, იქით ცივილიზაციაა...

მინდა ბევრი ასეთი ქუჩა ვნახო, მინდა ბევრი ქალაქი დავათვალიერო, მე კიდე ამ ბლოგს და ამ კომპს ვერ გავცილებივარ... ძალიან მინდა, ერთ კონკრეტულ ქალაქში მინდა ეხლა ჩასვლა... ხეტიალი მინდა... და ვერ მივდივარ...

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬