Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

Shower

Updated
2 min read

გავიხსენოთ აბა...
ეეე...
სამსახური
საქმეები
შეხვედრები
თათბირები
კამათი
ხელშეკრულებები
ანგარიშები
ბიუჯეტები
შესვენება
დასვენება
კითხვა/წერა
ისევ მოსვლა
ტუალეტი
ყავა
ისევ კომპი
მიმოწერა
რედაქტირება
ედიტირება
წერა/კითხვა
კიდევ ერთი, ბოლო, გვიანი შეხვედრა - 7 საათზე
დოკუმენტები
ბეჭდები
ხელმოწერები
ოქმები
მანქანა
სიგარეტი, სნიკერსი
პრობკა ანუ საცობი
და მერე კიდე
და კიდე
და კიდე
და მერე გაკვეთილი
და მოუმზადებელი
და პატარა ბავშვივით დარცხვენილი რო ხარ
და ლექტორი რო შენიშვნას გაძლევს
და გამეორება
და ახლის სწავლა
და დავალება :(
და გამოსვლა
და მისთ ქოლები (მეზარება ინგლისურზე გადაყვანა, გამაზული ზარები - თუ გნებავთ, გაშვებული ზარები, უპასუხო, ნუ რა ოხრობაც ქვია)
და დაურეკე
დამირეკე
სად?
აქ
არა იქ
მალე
ნახევარ საათში
ცოტა მერე
დაგირეკავ
მიდი
მოდი
სიგარეტი იყიდე
ლუდი
არაყი
დამირეკე
დაგირეკე
მიდი მოდი
ლაპარაკი ბევრი და საინტერესო, ზოგიც უინტერესო
ახალიც გავიგე და ძველიც
ბევრი თუ ცოტა
დალევა
ყავა
ჩაი
კონიაკი
კიდე და კიდე
დამირეკე - დაგირეკე
სად? აქ, არა იქ, დავურეკავ, დაგირეკავ, გადმოურეკე, ნომერი მითხარი, რატო არ იჭერს, სადა ხარ, მე სადა ვარ? რავი, მაგის დედაც...
ისევ არაყი, და ისევ ლუდი
და ახალი ხალხი და ძველი
და ეკაიფები, იმიტომ რომ სახელი ვერ გაიგე და დასცინი
და წყინს და იბერება და უფრო კაიფობ
და გარბის და ვაბშე იფსამ სიცილით
და ყველგან - ჯაზი...
რა აქვს ამ ჯაზს ეგეთი, ვერ გავიგე რაა...
რამდენიმე წელიწადია, ვუსმენ და მომწონს და ხანდახან ოღონდ მაინც ზედმეტია...
დიზი გილესპი - ლამაზი სახელი და გვარი...
დილის 3 საათია უკვე?
რატომღაც აფთიაქებში და სუპერმარკეტებში სირბილი...
ვიყიდეთ? ეგეც არ მახსოვს...
და უკვე მშია მგელივით
და შებოლილი ნეკნები...
ისევ ლუდი
და ჩიფსები თუ კარტოფილი ”ფრი” - როგორ ლამაზად ეძახიან ქართველი მიმტანები - ფრი გინდათ თუ პროსტა შემწვარი? :)
პროსტა შემწვარი რომელია?
კარტოფილია რა, მოიტანე, შენი დედაც...
და სახლი
და სითბო
და ლოგინი...
და სიგარეტი და ვისკი ;)
აი ვისკი რაღად მინდოდა, გვერდით რო დავიდგი? მგონი დავლიე ცოტა მაინც.
მაგრად დავთვერი კაროჩე გუშინ

1 views

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬

Shower