Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

სექსის მეორე

Updated
2 min read

ეხლა წავიკითხე ჰუმანოიდთან ძალიან მაგარი პოსტი. თბილი და დიდი და კეთილი და ღრმა და...

შემშურდა.
თეთრი შურით, რა თქმა უნდა. საკმაოდ თეთრით, სარუმანივით თეთრი რომაა (გარედან კია თეთრი, მაგრამ ცოტა ნაცრისფერიც დაკრავს, შეიძლება სადღაც ნაკეცებში შავიც კი იყოს. ჩრდილისგან შავი, ან...)

ზიხარ და უყურებ ნატეხებს, წლების განმავლობაში რომ დააგროვე.

აი, ლამაზი ვარდისფერი კაბა, ხიდი, გედები, გემი...

აი მწვანე თვალებში ჭინკები და თეთრად გათენებული ღამეები. ხო, თეთრად - ტაბლეტებით და ფხვნილებით მოყვანილი ტონუსი...

აი ცხენზე ჯირითი და თოვლიანი ველები, გაყინული წყალსაცავი და გრძელი, თბილი ღამეები...

აი სხვისი და აი შენი.

აი ერთი ხელის მოსმით გადაყრილი და დავიწყებული სიყვარული, აი ტკივილები და ტანჯვები, აი მონატრება მტკივნეული და გრძელი, ყრუდ რო გრძნობ სადღაც...

აი გარაჟები და კორტები, აი მანქანები და ტყეები, ბუჩქები, აი ლიკანი და წყნეთი, აი 14 წლის და 28-ის...

აი ყველა და ყველაფერი - შენი ქალები, თუ შენ სხვისი. თუ როგორცაა რა.

აი არაფერი რო აღარაა, ისინი.
აი რო რაღაცა იყო ადრე და ეხლა რო აღარ ესალმები ქუჩაში.
აი რო მალავდი და აი რო გმალავდა.

აი იმათი სხვები, რო იცნობდი და რო იცნობ.
აი ისინი სხვებთან ერთად და შენ - სხვასთან.

აი ორი მაგიდიდან ამდგარი - შენ და ის გადიხართ. თქვენმა მეორეებმა არ იციან. აი ხვდებით და უბრალოდ უყურებთ. შემთხვევაა, ორივეს ერთად რომ მოგინდათ გასვლა - აი ამ წუთას.

აი სახელურს ატრიალებ კარებზე სადაც ჩიბუხი ხატია, და ის - ქოლგას.
და არ შედიხართ - დგახართ და უყურებთ ერთმანეთს.

აი არაფერი საერთოდ. აღარაფერი არაა ეს - უბრალო ნატეხები, რომელიც არსად ეტევა, ვერც ვერსად ინახავ, ვერც გადაყრი - ეს ხომ შენი ცხოვრებაა...

აი წერილები, ჯერ ქაღალდზე, მერე ციფრული... მერე და კიდე და მერე და მეტი და წაშლილები რამდენი...

გშურს იმ ადამიანის, რომელსაც უბრალოდ უყვარს ვიღაც...
გრძნობ რაღაცას, მაგრამ არ იცი ეს რა არის.
გაკლია რაღაც, მაგრამ არ გახსოვს, რა.

Ты никогда не помнишь своих снов...

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬

სექსის მეორე