Skip to main content

სამი საფეხური

Published 1 min readMarkdown
Part of seriesTop Posts

სამსახურთან ყოველდღე ერთი და იგივე მოხუცი კაცი მხვდება - იქნება ასე 70 წლის ან ცოტა მეტის.
სულ თეთრი თმა და წვერი, ხელჯოხი და კეტები.

ეტყობა, რომ უკვე უჭირს სიარული და ცდილობს, ვარჯიშით გაიკაჟოს ორგანიზმი.

ქუჩაზე, დაღმართზე, ტროტუარში ჩაშენებულია კიბის სამი საფეხური.
იქვე სარდაფია, სადაც მეორად ტანსაცმელს ყიდიან და ჩასასვლელი/მოაჯირი აქვთ მოწყობილი.

ამ მოხუცის ყოველდღიური ვარჯიში კი იმაში მდგომარეობს, რომ მეთოდურად, დაუღალავად და მონოტონურად ადის და ჩადის ამ სამ საფეხურზე.

წარმოიდგინეთ:
მარცხენა ხელით ეყრდნობა მოაჯირს, მარჯვენათი - ხელჯოხს.
სამ ნაბიჯს აკეთებს და უკვე ჩასულია კიბეზე.
ახლა ტრიალდება, მარჯვენა ხელით მოაჯირს ეყრდნობა, მარცხენათი კი ხელჯოხს და ადის სამ საფეხურს.
მერე ისევ ტრიალდება და ჩადის.
მერე ისევ და ადის.
მერე ისევ...
და ისევ...
და ისევ...
ადის და ჩადის.

და არ იღლება, არც ეზარება, არც ჩერდება.
სპეციალურად დავაკვირდი და ნახევარი საათის განმავლობაში ვარჯიშობს ხოლმე ყოველდღე.
ყოველ დღე. ნახევარი საათი. ადი და ჩადი.

შესაშურია მისი შეუპოვრობა და სიჯიუტე.

4 views

No comments yet. Be the first to comment.

More from this blog