სახლი 🏡
გენატრება სახლი...
ზიხარ საღამოობით, მოწყენილი.
კაია, როცა ჭერი და ოთხი კედელი მაინც გაქვს, თორემ ძირითადად ეს სასტუმროა ხოლმე. ანუ სადაც ზიხარ.
ცივი, დებილური, არამწეველების...
გიღიმიან ვიღაც გასტარბაიტერები, საშინელი აქცენტით, დამტვრეულ რომელიმე საერთაშორისო ენაზე ცდილობენ გაგაგებინონ, გარეთ გადი, უნდა დავალაგოთო...
შენ კიდე უხსნი, არსადაც არ მინდა წასვლა, გააჯვით თქვენი...
არსად არ მეჩქარება, არავის ნახვა არ მინდა, 900-ჯერ ვნახე უკვე თქვენი მუზეუმიც და სტადიონიც, კლუბებიც და ბარებიც, აღარ მინდააა!!!
სახლში მინდა...
არ ესმით, ისინი ხომ პირიქით, გამოიქცნენ სახლიდან, თავქუდმოგლეჯილებმა მიატოვეს ყველაფერი და უკეთესი ცხოვრების ძებნაში სხვა ქვეყანაში გაიქცნენ...

