საათი 🕧
ეს არის სამსახურის საათი.
უფრო სწორად, სამსახურში, ჩემს ოთახში, კარის თავზე რომ კიდია, ის საათი.
ზუსტად ჩემს პირდაპირ რომ არის, ის საათია.
ხშირად რომ ვუყურებ ხოლმე, ისაა.
ხოდა ცოტა ირიბი ფოტოა, მაგრამ ეგ ეხლა არაფერ შუაშია.
იცით რა არის მთავარი? ახალი რამ აღმოვაჩინე - საათებს ვაჩერებ. არ ვიცი, როგორ. უბრალოდ ვაჩერებ... აი დროს ვერ ვაჩერებ...
შენ ხომ ხშირად მეუბნები ხოლმე - დრო როგორ გამირბის შენთან ერთადო...
ხოდა არ ვიცი, რას ვუშვები მე ამ დროს... გაჩერება მინდა დროის... მაგრამ მარტო საათები ჩერდება.
მაჯის საათზე - ერთ თვეზე მეტი არცერთი ბატარეა არ ძლებს...
სამსახურის კედლის საათზე - ერთი კვირა, ჰა-და-ჰა, მაქსიმუმ, გაძლოს...

