Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

Reunion

Updated
1 min read

ქართველობა ძნელია, ნამდვილად.

თუმცა, ძალიან გემრიელია.

წარმოიდგინეთ, ძნელი ქართული სუფრისა და ძნელი სადღეგრძელოების, ასევე ძნელი მეორე დილა რა ცუდად თენდება, მაგრამ რა კარგად და გემრიელად შეიძლება შეხვდე მეგობრებს, შეხვიდეთ ”შემოიხედე გენაცვალეში” ან ”მასპინძელოში” (ისე, რა იდიოტური და გოიმური, დებილური, სოფლური სახელები ქვია), შეუკვეთო ხაში, ლუდი, ცოტა არაყი, ცოტა მწვადი, ხაშში ჩაყარო ნიორი, რძე ჩაასხა, ბლომად მარილი მოაყარო, ერთი ღრმად ჩაისუნთქო და...

მოკლედ, ძალიან კარგად გამოვედით რა...
ქართულად პახმელია როგორაა? ნაბახუსევი? ნაბახუსევს გამოვედი? :)

კაკოი უჟას, ქართული ენა სასწრაფოდ უნდა გავამდიდროთ ახალი სიტყვებით. ისევ ქართულით, რა თქმა უნდა, მაგრამ არა 500 წლის წინანდელი ტერმინებით, ან ხელოვნურად მოგონილი ცისმთქვლეფიებით და ყელფანრუდებით :)

რაც მთავარია, გუშინდელი საღამო უბრალო სმა და ღრეობა კი არ იყო, არამედ ძალიან საყვარელი კლასელების შეკრება :) მაგრად ვიხალისეთ, თანმიმდევრობით ყვებოდა ყველა თავის ცხოვრებაზე ბოლო წლებში, ოჯახურ მდგომარეობაზე, სამსახურზე ან ბიზნესზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე... ყოველი სადღეგრძელოს მერე ახალ-ახალ წრე ახალ თემაზე... :)

მოკლედ, როგორც ბატონი დ. იტყოდა: ეს კარგია, ეს არ არის ცუდი.

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬