Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

რეცენზია - ჟურნალი ”ოზონი” - O³

Updated
3 min read

ვინ მეხვეწებოდა რეცენზიის დაწერას, მარა მაინც...
ხო, კიდე - ვიცი, რომ O³ სამიანი ქვედა რეგისტრში იწერება, და არა ზედაში...

დიკლოფენაკი.
რა შუაშია?
”ოზონი” უნდა მეთქვა.
უბრალოდ, დიკლოფენაკის რეკლამა იყო ტელევიზორში, ამას როცა ვწერდი და მაგიტომ...

მერე ბევრი ვიფიქრე, რა დავწერო და როგორ მეთქი და მივხვდი, რომ არაფერი არ გამომივიდოდა. რეცენზია უნდა იყოს კრიტიკა, შეფასება, შედარება, ხომ ასეა?

კრიტიკას ვერ უძლებს ჟურნალი, ერთი შეცდომა ვიპოვნე - ”ჰომოსაპიენი” წერია ჰომოსაპიენსის მაგივრად (სტატია ჯგუფზე Gorillaz). ამ ტერმინს საერთოდ ლათინურად წერენ ხოლმე - homo sapiens. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, შეცდომაა და მორჩა - ”ს” გამორჩათ. ვიფიქრე, ეგ არის და ეგ, გადავაგდებ-მეთქი ეხლა ამ ჟურნალს-თქო.

და თურმე სულ ტყუილად - არ ყოფილა ეგ შეცდომა შეცდომა (ტავტოლოგია არ გეგონოთ, მეორედ წაიკითხეთ :) ) მაგ ტიპს თურმე ეგრე რქმევია - del the funky homosapien...

მერე წავიკითხე რედაქტორის წერილი... (ნიკო, დავეცი ლირიკის დახურვის HTML-ტეგზე! სამწუხაროდ ბევრი ვერ გაიგებს ალბათ...)
მერე რუბრიკა - ”რა ხდება ქვეყანაზე”... გენიალური ციტატა: ”განვაგრძოთ მასტურბა... ბოდიში, ევროპული ფესტივალების განხილვა”!!!
მერე ქართული მუსიკალური საიტების მიმოხილვა...
მერე iPod-ის რეკლამაც ვნახე და გული მომილბა...

არ არიან ცუდი ბიჭები და გოგოები-მეთქი, ვიფიქრე...
ენა მომეწონა ყველაზე მეტად. ენა. უშუალო, ყოველდღიური, ჩვეულებრივი ქართული. არანაირი ”რამეთუ” და ”ვითარცა”, მაგრამ არც არანაირი ზედმეტი ჟარგონი...

მაგარი ენითაა დაწერილი. ჯერ მარტო ქართული რეპ-ჯგუფ ”ექსცესის” ალბომების მიმოხილვა რად ღირს... ცხარე ცრემლებით იცინებთ. ბევრს.
და კიდევ ერთი ალბომის ანოტაცია: Goldfrapp-ის "Supernature". უბრალოდ უნდა წარმოიდგინო ქორწილის სცენა, აქ რომ არის აღწერილი... გენიალურია, აღარცერთ ქორწილში აღარ მოგინდება წასვლა (არც საკუთარში...)
East Coast vs. West Coast რუბრიკა? ციტატა: ”შემდეგ ნომრებში გავაგრძელებთ მოყოლას, თუ ვინ ვის აგინებს, და რატომ.”!!! ყველაზე მეტად ალბათ მაინც მუსიკის მსმენელთა ტიპოლოგია (ქართული ვერსია) დაგაინტერესებთ. გენიალური კლასიფიკაციაა. საკუთარი თავი ვერ ვიპოვნე, მაგრამ პრინციპში ეს ხომ ჯერ მხოლოდ პირველი ნაწილია.

დავუბრუნდეთ რეცენზიის შემადგენელ ნაწილებს. კრიტიკა მგონი ავად თუ კარგად ჩავიარეთ. არ ვიცი, წაიკითხავთ და მეტყვით - თქვენთვის ვწერ, ხალხნო!

შემდეგი - შედარება. რას შევადარო, როცა არაა არაფერი... Rolling Stone და Bravo ახსენა სატელევიზიო ინტერვიუში ”ოზონის” რედაქტორმა, მაგრამ ეს ორი ხომ აბსოლუტურად სხვადასხვა კლასის ჟურნალია... თანაც, უცხოური. ამიტომაც ვერ შეადრი.

და დანარჩენ ქართულ ჟურნალებზე ლაპარაკიც ზედმეტია. რას შევადარო, ტუალეტში ყველაზე კარგად რომ გრძნობენ თავს, იმ ჟურნალებს - სარკეს და ვარსკვლავებს?

”ცხელი შოკოლადი” პრინციპში სულ სხვა ფორმატია. სხვა ჟურნალებიც არის, მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის, მაგრამ...

მოკლედ, ”ოზონი” არის ის ჟურნალი, რასაც ველოდით.
ან არ ველოდით, იმიტომ რომ არ ვიცოდით, ასეთი რამე თუ არსებობდა, მაგრამ ეხლა გავიგებთ და მოგვეწონება.
თან, დისკებსაც თუ დაურთავენ ხოლმე ერთ-ორ ნომერს (როგორც ჩვენი ინსაიდერული ინფორმაციის წყარო გვატყობინებს...) ვაბშე გაასწორებს!

ხო.
დაბოლოს, შეფასება.

რამდენბალიანი სისტემით უნდა? მაქსიმალურს მივცემდი, მაგრამ ჟურნალის ბოლოს რომ კომიქსი იყო, ცოტა ვერ ლავეს... :)
კი, ცნობილი ისტორიაა, როგორ იყიდა ჯონ ლენონმა დიფ ფარფლის ერთ-ერთი კონცერტის ყველა ბილეთი. და საინტერესო ამბავია. და სიმღერაც კაია, ექსპრომტის ფონზე... მაგრამ კომიქსი მაინც მშრალი იყო...

ხო, P.S. ყველაზე ხშირად მოხსენიებული სიტყვა ჟურნალის პირველ ნომერში - ჯგუფი ”The Beatles". მაინც.

1 views

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬