Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

რა უნდა ვიცოდეთ სამუშაო ადგილის გამოცვლისას?

Updated
1 min read

რა და ის, რომ ყველაფერი უნდა წაშალოთ კომპუტერში - პირადი სახის ნებისმიერი ინფორმაცია.

უნდა წაშალოთ აქ, ამ კომპიუტერში, თორე თქვენთვის კი უნდა გადაიწეროთ.

კიდევ, თაროები და უჯრები უნდა გადმოალაგოთ და პირადი ნივთები წაიღოთ. ასპირინი, საღეჭი რეზინი, მობილურის დამტენი, პრეზერვატივი, სხვადასხვა სერტიფიკატები, კბილის ჯაგრისი, სავარცხელი...

ნუ, მოკლედ, მიხვდით, რასაც ვგულისხმობ.

მერე უნდა დაათვალიეროთ კალმების, პასტების, ფანქრების და ფლომასტრების, აგრეთვე მარკერების მრავალათასიანი არმია და რაც მოგეწონებათ, უნდა ჩაიჯიბოთ.

მთავარი და აუცილებელი არ დაგავიწყდეთ - ყავის ჭიქა! მერე რა, რომ თქვენი არ იყო, და მიითვისეთ? ეხლა თქვენია, და მიგაქვთ!

წიგნები, ჟურნალები და გაზეთები - რა თქმა უნდა, თუ სამსახურტან დაკავშირებული არაა - ჩანთაში უკარით თავი!

აუცილებელია, რომ ამ დალაგება/დაწმენდის პროცედურის დროს მარტო იყოთ სამსახურში - ხელი რომ არავინ შეგიშალოთ და ზედმეტი შეკითხვები რომ არ დაგისვან.

და აი, დგეხართ თქვენი ხორაგით ხელში და სინანულით მოავლებთ ოთახს თვალს... აუ, ის ნახატიც რომ გინდათ? და ის ფოტოები, ორი წელი ზურგსუკან რომ გქონდათ გაკრული?

არაფერია, დაიკიდეთ, კიდევ დაგროვდება სურათები - ახალი სამსახური, ახალი ხალხი, ახალი საქმეები, ახალი ადგილები - იმდენი ახალი გელოდებათ, რომ ეს ძველი აღარც გემახსოვრებათ...

ხოდა, აი მეც ესე ვდგევარ... კიდე მოვალ კაცო, ორშაბათს, საღამოს, ცოტა ხანი ჩამოვჯდები, ვიჭორავებთ, მერე საღამოს რესტორანში შევალთ, და დავემშვიდობები კოლექტივს...

მერე რა, რო ხანდახან ნერვებს მიშლიდნენ და მგრუზავდნენ და მაწუხებდნენ და რავი კიდე რას არ აკეთებდნენ... სამაგიეროდ, ორწელიწადნახევარი ერთად ვიყავით, ერთი ოჯახივით, და დავმეგორდით და ალბათ მოვენატრები...

მე არ მომენატრებიან - ზუსტად ვიცი :)

1 views

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬

რა უნდა ვიცოდეთ სამუშაო ადგილის გამოცვლისას?