Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

რა ხდება #2

Updated
2 min read

მაგრად აცივდა თბილის-ქალაქში! (ვერ ვიტან, ასე რომ ეძახიან თბილისს)

დილით ჩავრთე ტელევიზირუ და მოვკვდი სიცილით. სმს-ვიქტორინის შეკითხვა:
”როგორი ქვეყანაა საქართველო - ევროპული თუ არა?” (დაახლოებით მახსოვს ფორმულირება, მაგრამ შინაარსი უცვლელია)

უნდა გენახათ, როგორი სმს-ები მოდიოდა. ერთ-ერთის ავტორმა შენიშნა -

”ჩვენ ევროპის აკვანი ვართ და ეხლა ახალგაზრდა ევროპელები ბჭობენ, მიიღონ თუ არა უხუცესი ევროპელი თავის ოჯახში. აზრზე მოდი, ბებერო კონტინენტო!”

ესე იგი, უძველესი ევროპელები ვართ?
კი ბატონო. ვიყოთ.

მე ოღონდ ერთი რაღაც მაინტერესებს - არ დაფიქრებულა ავტორი იმაზე, რომ ევროპულ ოჯახში მათხოვარ, მაწანწალა, ზარმაც და გაიძვერა ხალხს არ ღებულობენ?

რა თქმა უნდა, საკუთარ ქვეყანაზე ასეთი რამის თქმა, ცოტა არ იყოს, უხეშია და ბევრმა შეიძლება დამაბრალოს, სამშობლო არ გიყვარსო, მაგრამ რეალობა - რეალობაა და მიმაჩნია, რომ ობიექტურად უნდა შევხედოთ ჩვენს შესაძლებლობებსა და უნარს.

მარტო ის, რომ უძველესი ევროპელები ვართ, და უძველესი კულტურის ხალხი, არ კმარა. სამწუხაროდ, აღარ ვართ.
აბა შეხედეთ ჩვენს მთავრობას - გვატყუებენ (როგორც ხალხი ამბობს)
ჩვენი ესტრადის ”ვარსკვლავებს” - უგემოვნო ბრბო (სიმღერა და ჩაცმულობა)
ჩვენს მეზობლებს, ჩვენს წინ მიმავალ მანქანებს - ნაგავს ფანჯრიდან ყრიან.
ჩვენს ახალგაზრდობას - წამლის მეტი არაფერი აინტერესებთ. უზრდელები.
ჩვენს საზოგადოებას - პიჟონები, ”ზმანების” და ”ტუსოვკების” გიჟები.
ჩვენს ხელოსნებს, ტაქსისტებს, მარშუტკის და ავტობუსის მძღოლებს...
დაფიქრდით, ვინ როგორ იქცევა და შეადარეთ იმას, თუ როგორ იქცევა ევროპელი ადამიანი მათ ადგილას.

ძალიან ცოტა ადამიანია დღეს საქართველოში, რომელიც თავისი შეგნებითა და საქციელით (განათლება არაფერ შუაშია, განათლებული დეგენერატებიც გვინახავს ყველას და გაუნათლებელი წესიერი, პატიოსანი, ინტელიგენტი ხალხიც) იმსახურებს იმას, რომ დაერქვას ევროპელი.
და ამ 200 თუ 500, გინდაც 5 000 ადამიანის გულისთვის არცერთი ევროპული ქვეყანა გულში არ ჩაგვიკრავს.

მწარე კრიტიკაა, ვიცი. არავის არ მოგეწონებათ, ეგეც ვიცი.

3 views

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬