ყოველდღე
რითი იწყება თითოეული თქვენთაგანის დილა, მეგობრებო?
სიხარულით უნდა იწყებოდეს... სიყვარულით უნდა იწყებოდეს... ცივი შხაპით, ცხელი ყავით და ასევე ცხელი ტოსტებით... რამე, ლაითად, ყველი, და ლორი... და კარგი სუნამოთი... კოცნით, აუცილებლად... გარაჟი, მანქანა - გარეცხილი და სურნელოვანი, აუცილებლად... მგონი სიგარეტით არ უნდა იწყებოდეს... საქმეებით უნდა იწყებოდეს, ოღონდ ძალიან საინტერესო საქმეებით, შეხვედრებით, საუბრებით - საინტერესო ადამიანებთან საინტერესო თემებზე... კრეაწივი... მზით უნდა იწყებოდეს...
და უნდა გიხაროდეს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ იცი, რომ მოვა საღამო, არა, ნაშუადღევი ხანი, და გაიქცევი, თავქუდმოგლეჯილი, შენს საყვარელ ადამიანთან... და ყველაფერი ისევ თავიდან დაიწყება... იგივე დღე იქნება, მაგრამ სულ სხვა...
იცით, მთვარეზე როგორ იწყება დილა? კი არ თენდება... დედამიწა ამოდის... დედამიწა ამოდის... გესმით???

