Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

ფრენსის მაკომბერის ხანმოკლე ბედნიერება

Published
1 min readView as Markdown

მაინც აღარ მეძინება და იქნებ დავწერო რამე.

ან არ დავწერ, უბრალოდ აზრებს გადმოვაფრქვევ:

როცა გეძინება, სხვანაირად იწყებ სუნთქვას.
როცა გეღვიძება, სხვანაირად იწყებ ფიქრს.
როცა დადიხარ, სულ არ ფიქრობ - აკეთებ.
როცა რაიმეს გინდა მიწვდე, შეიძლება ცხრა მთას იქით წახვიდე, მაგრამ როცა რამე უკვე გაქვს, თითქოს გავიწყდება, რომ მოვლა უნდა.

ჰემინგუეის უწერია ”კილიმანჯაროს თოვლიანი მთებში”: მაღლა, მთის წვერზე ლეოპარდის გაყინული გვამი ძევსო. არავინ იცის, რა უნდოდა ამსიმაღლეზე ლეოპარდსო, თუმცა შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ ის იქ ან საკვებს ეძებდაო, ან მდედრსო.

სადამდე ამძვრალა ეგ ოხერი.

ეხლა ფრენსის მაკომბერიც გამახსენდა ეგრევე. საწყალი.

დღეს ყველაფერი სხვანაირადაა. ბრძოლა არ მთავრდება - არამედ იწყება მაშინ, როცა შენსას მოიპოვებ. მონაპოვარს შენარჩუნება უნდა.

და ამაში კი ბევრი მოიკოჭლებს.

დღეს დილით. ხვალ ღამით. 48 საათის განმავლობაში.
ზეგ თუ მაზეგ.
მერე ისევ თავიდან.

მერე დასვენება მოდის.
სხვა საქმეებით ივსები.

მერე ისევ რუტინა - ყოველდღიურობა იწყება.

More from this blog

ლურჯი დიოდის სადიდებლად

შესაძლოა გახსოვთ, რომ ადრე სხვადასხვა ელექტრონიკაზე ორი შუქდიოდი (LED) იყო — მწვანე (ჩართული) და წითელი (გამორთული). ლურჯი დიოდი არ არსებობდა. რიგითმა ადამიანმა შეიძლება დასვას ლოგიკური კითხვა — მერე

Jun 10, 20262 min read
ლურჯი დიოდის სადიდებლად

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read18

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

322 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬