პოსტი, რომელიც არასოდეს გამოქვეყნდება
ეხლა ჩავიხედე ბლოგის დრაფტებში, რამდენი რამე მაქვს გამოუქვეყნებელი...
სიმღერების ტექსტები, რომლებიც მომწონს და რომლებსაც რაღაც მნიშვნელობას ვანიჭებ.
ჩემი უშნო ლექსები, სრულიად რომ აღარ მომწონს ეხლა.
დიალოგების ნაწყვეტები.
ჩანახატები.
და ყველას ერთი სათაური აქვს - პოსტი, რომელიც არასოდეს გამოქვეყნდება.
არც მცალია ჯერ ერთი ამ სისულელეებისთვის, და არცაა საჭირო, ვინმემ რომ იცოდეს.
ჩვეულებრივად დავწერ ხოლმე რაღაცეებს - ხან რას და ხან რას. ტიტველი ქალების სურათებსაც დავდებ ხოლმე, სიმღერებსაც... ჩანახატებსაც.
მაგრამ დრაფტებიდან ყველაფერს წავშლი.
თუ მაშინ არ გამოვაქვეყნე, ესე იგი ეხლა მით უმეტეს გვიანია :)
დავწერ, აუცილებლად, ოღონდ მერე. იმიტომ რომ მალე ისევ მივემგზავრები შორს.
და ჩამოვალ და მერე კიდევ მივდივარ.
ასე რომ, არ მოიწყინოთ

