პორტრეტები
ძალიან მომწონს ასეთი ფოტოები და საერთოდ, ფოტოგრაფიის ეს ჟანრი.
ყოველთვის საინტერესოა ადამიანთან მუშაობა; მისი ხასიათის, განწყობის, თუნდაც გამოცდილებისა და განვლილი წლების, ამბების პოვნა და გადმოცემა ფოტოს მეშვეობით...
ადამიანი საერთოდ ძალიან საინტერესოა ხელოვნების ნებისმიერი დარგისათვის. სირთულის, ამოუცნობი ბუნების, გაურკვეველი დანიშნულების ქონის გამო.
არა მარტო ხელოვნებაში, საერთოდ, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ან ნებისმიერ სხვა სფეროში საინტერესოა ადამიანები, მათი ქცევა, მათი რეაქციები; მათთან შეხებისას ბევრს ვსწავლობთ.
ფსიქოლოგია - თავისთავად საინტერესოა. მე ვცდილობ, ყოველთვის ჩავწვდე ჩემთვის საინტერესო ადამიანის ნებისმიერი საქციელის მიზეზებს.
მიყვარს ხალხთან ლაპარაკი (ოღონდ თუ განწყობაზე ვარ). შემიძლია საათობით ვუსმინო უცხო ბებიების მონაყოლებს: ”ადრე ყველაფერი სხვანაირად იყო”-ს პონტში.
შემიძლია უცებ გავეხსნა ვინმეს და მოვუყვე ჩემს შესახებ ძალიან ბევრი რამე, დაუფარავად.
მიყვარს საზოგადოებაში ყოფნა, მაგრამ მაინც გარიყულად ვგრძნობ ხოლმე თავს. ზედაპირულ თემებზე ლაპარაკი არ მხიბლავს.
საერთოდ, რეებს ვწერ? მეძინება და იმიტომ.
სინამდვილეში უბრალოდ, აი ამ მალაიზიელი თუ ფილიპინელი ტიპის სახე მომეწონა და თქვენც განახეთ. ეგ არის და ეგ.

