პარიკმახერი, როგორც ფილოსოფოსი
გადასარევი პარიკმახერი (ვინც უცხო ენა არ იცის, დალაქია ეგ) მყავს.
ალიკა.
მკრიჭავს მთელი ცხოვრებაა - მას შედეგ, რაც 3 წლის გავხდი და პირველად მიმიყვანეს.
მაგარი კაი ტიპია, სულ თქვენობით მელაპარაკება - ერთხელ ტელევიზორში მნახა, პიჯაკით და გალსტუკით და იმის მერე. თორე მანამდე ჩვეულებრივი პლეხანოველი ვიყავი - ვაა, გიგაჯან! ასე მომმართავდა.
იმ დღეს გააძრო წლის ციტატა:
- გიგაჯან, с каждым разом вас стричь все легче и легче...
გული მომიკვდა. ჩემი საწყალი თმა...
:)

