ოთხშაბათი
ის მაინც ბრუნავს.
და ყველაფერი ახალი არის კარგად დავიწყებული ძველი.
და ტრიალებს.
და გახრჩობს.
ცხელა თუ ცივა, არ იცი.
გინდა თუ არ გინდა, ეგეც არ იცი.
მიფრინავენ და მოფრინავენ - გაატრაკეს უკვე, ამათი დედაც, ჯეკ!
მართლა ოღონდ.
დღეს იმდენჯერ დაგირეკა ტელეფონმა, რომ გეგონა, ბოლოს გააფრენდი.
საღამოს 8 საათია და მაინც სამსახურში ზიხარ, რატომ - ოღონდ უკვე აღარ იცი.
წასასვლელი არა გაქვს კი არა, იმდენი გაქვს, რომ ნუ იტყვი.
ოღონდ შენ არსად არ გინდა. არავინ არ გინდა. არავისთვის არ გინდა. არაფერი არ გინდა. არანაირი არ გინდა. არასოდეს აღარ გინდა.
საერთოდ

