Skip to main content

ორი ჩანახატი გზიდან

Published 1 min readMarkdown

შაბათი, საღამოს 7 საათი...

აეროპორტიდან ბრუნდები,

წყნარი მუსიკა, ცარიელი,

უკაცრიელი გზა... მზე, ბევრი

მზე, ხეების გრძელი

ჩრდილები. გეღიმება, რაღაც

სიმსუბუქეს და სიმშვიდეს

გრძნობ. დიდი ხანია ასე

კარგად არ ყოფილხარ.

კვირა. ასევე საღამო, ოღონდ

შავი ღრუბლისგან

დაბნელებული, წვიმა

კოკისპირული... ისევ გზაზე

ხარ, სხვა მანქანით და სხვა

მიმართულებით. ნელა

მიდიხარ, ჰაუსს უსმენ და

ოდნავ გეძინება... მერე რა,

რომ ცუდი ამინდია, კაი

საქმეზე მიდიხარ.

-

Sent from my iPhone

No comments yet. Be the first to comment.

More from this blog