Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

Он - 13 (1)

Updated
2 min read

ცამეტი იმიტომ, რომ ასე უნდა რქმეოდა ერთ წიგნს, მეგობართან ერთად რომ უნდა დამეწერა - მე კაცის ”პარტია”, იმას - ქალის.

საინტერესო სიუჟეტიც იყო, და აგებულებაც - 13 ჩანახატი კაცზე, 13 - ქალზე, და 13 პერსონაჟი წიგნში, და 13 თავი და...

მოკლედ, არ გამოვიდა. ხოდა კრეატივი დევს აქ, მაგიდის უჯრაში, ფურცლები ყვითლდება. შევთანხმდით და ვაქვეყნებთ - მე ჩემს ნაწილს, ის თავისას.

1

იჯდა და ელოდებოდა. ეს ალბათ ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ის შეიძლებოდა ენახა. არ იცოდა, ის აქ იყო თუ არა, მაგრამ სხვაგან ვერსად წავიდა.

ათასობით ადამიანი ირეოდა, შედიოდა, გამოდიოდა. მერამდენე სიგარეტს მოუკიდა უკვე? მეცამეტეს, ან მეთორმეტეს ალბათ. საერთოდ არ უყვარდა ლოდინი. ვერ იტანდა, როცა ალოდინებდნენ და ამიტომაც, თითქოს ჯინაზე, ყველგან უფრო ადრე მიდიოდა, რომ მას არავინ დალოდებოდა. შედეგად ისევ თვითონ იტანჯებოდა.

ეხლაც, ალბათ სულ ტყუილად იჯდა აქ. ის აქ არის თუ არა? მოვიდოდა თუ არა - ეგეც არ იცოდა. სადღაც შორს უნდოდა ყოფნა. სად - თვითონაც არ იცოდა. იმასთან ერთად? ეგეც არ იცოდა. ის კი იყო შორს - და ან მოვა, ან არა.

რამდენიმემ გაუარა და გაუღიმა. ბევრი დაბღვერილი უყურებდა. მაგრამ ესენი არ ჭირდებოდა, სულ სხვა, სულ სხვას ელოდებოდა. საიდან სად მოხვდა, და შეხვედრაც უცნაური იყო... გედებზე ლაპარაკობდნენ - თავიდან. მერე ადამიანებზე. მერე უკვე საერთო გაუჩნდათ. ძირითადად არ ლაპარაკობდა - უსმენდა. ლაპარაკი არ უყვარდა, მოსმენა უფრო შეეძლო. მაგრამ მოსმენის დროსაც მოიწყენდა ხოლმე, სულ სხვა უნდოდა მაინც. ესეც - ის არ იყო.

ესეც ის არ იყო. და მაინც, როცა დაინახა - გაუღიმა. მოვიდა მაინც.

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬