ომი და მშვიდობა
ხო, საიდან დავიწყო, ან სად გავაგრძელო.
აგვისტომ ჩაიარა.
ჩემმა აგვისტომ, ომიანმა, მშვიდობიანმა და გიჟმა.
მზიანმა და წვიმიანმა, ბოლო დღე რომ ქარიანი ქონდა, ბომბებიანმა და რუსებიანმა, მსხვერპლიანმა და ლტოლვილებიანმა (უფრო სწორად, იძულებითგადაადგილებულპირებიანმა), აფეთქებულტანკებიანმა და დაღუპულჯარისკაცებიანმა, დამწვარსახლებიანმა და გადაბუგულტყეებიანმა, მაგრამ ამავე დროს დაბადებისდღეებიანმა და ხალხმრავალმა, მაგრამ დაუსვენებელხალხიანმა...
რამდენი გეგმა მქონდა, და რამდენი - არ მქონდა. ყველაფერი პირიქით გავაკეთე :)
და მიხარია.

