Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

მსყიდველობითი უნარების გარშემო

Published
1 min readView as Markdown

ყოველთვის, როცა მოგინდება ახალი ტელეფონი, ახალი ფოტოაპარატი, ახალი კომპიუტერი, ახალი საათი, ახალი სათვალე, ან სულერთია, რამე ახალი და ძვირიანი ნივთი - გადადე ფული.

გადადე ერთი ლარი, ან ათი, ან ასი - თუ არ გაქვს ამ ნივთის პირდაპირ ყიდვის შესაძლებლობა (და ერთიანად გადახდის საშუალება). სწორედ ასე ვაპირებ გავაკეთო - დღეიდან არასოდეს არ ვიყიდი ნივთს, რომელიც 100% არ მჭირდება; პირიქით - მის საყიდელ თანხას გადავდებ და ცივ გონებაზე განვსჯი. თუ ერთიანად ვერ გადავდებ, მაშინ შეგროვებას დავიწყებ. იმ მომენტისათვის, როცა ფული შეგიგროვდება და ის ნივთი ან გაჯეტი კიდევ გინდა - ესე იგი, მართლა გჭირდება და იყიდე (თუ აღარ გინდა, აბა იმ ფულს უფრო კარგ რამეზეც დახარჯავ - უფრო გემრიელად).

ყოველთვის გვინდება ხოლმე ვიქონიოთ რამე ახალი და მოდური, არადა სინამდვილეში ახლანდელი საათიც ჩვეულებრივად გაჩვენებს დროს, მობილური რეკავს და ფეისბუქზეც შედის, სათვალე მზისგან გიცავს და ტანსაცმელიც გამოხეული არ გაცვია - დაფიქრდი.

ჩვენ ხომ ყველანი მომხმარებლურ სამყაროში ვცხოვრობთ და მუდამ გვინდა ისეთი ნივთები, რომლებიც რეალურად სულაც არ გვჭირდება.

More from this blog

ლურჯი დიოდის სადიდებლად

შესაძლოა გახსოვთ, რომ ადრე სხვადასხვა ელექტრონიკაზე ორი შუქდიოდი (LED) იყო — მწვანე (ჩართული) და წითელი (გამორთული). ლურჯი დიოდი არ არსებობდა. რიგითმა ადამიანმა შეიძლება დასვას ლოგიკური კითხვა — მერე

Jun 10, 20262 min read
ლურჯი დიოდის სადიდებლად

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read18

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

322 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬