Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

მეთევზე

Updated
1 min read

როგორც მეთევზე, ზიხარ და ელოდები სატყუარაზე მოსულ მავანს. მოკალათებული ხარ თბილად, ან გრილად. გარშემო მოწყობილი გაქვს ყველაფერი - საჭმელ-სასმელი, კარავი, სხვა საჭირო ინვენტარი.

ზიხარ და ელოდები.

იაპონური ანიმეს გმირივით ხარ, ოღონდ მეორეხარისხოვანი პერსონაჟივით - რაღაც დანიშნულებას რომ უნდა ასრულებდეს ცხოვრებაში. ცხოვრებაში კი არა, იმ კონკრეტულ სცენას რომ სჭირდება. დაიჭერ ამ შენ მავან თევზს და შესრულებულია მისია - სცენარისტი წაგშლის. კადრიდან გაგიყვანს ოპერატორი და გადაგაგდებენ. იოგურტის რეკლამის მასოვკაში წახვალ.

მაგრამ, შესაძლოა, თავი დაიძვრინო. შეგიძლია, შენს ჯერ კიდევ დაუწერელ მომავალს შეეჭიდო. მავანი ხელში გიჭირავს, კაუჭს ხსნი ტუჩიდან და ელაპარაკები - მოდი, შემისრულე სურვილი და გამიხანგრძლივე დანიშნულება (ეხლა რომ მოდური სიტყვა "ესაინმენთი" ქვია, ან, სულაც - "მიშენი").

რამე დიდი კომპანიის დირექტორებისა და საშუალო დონის მენეჯერების შეხვედრაზე რომ ისმის ხოლმე ფრაზები: რა არის ჩვენი მიშენი? მე გეკითხებით, ეს ხო არაა რაღაც როქეთ საიენსი ხო? ეს ხომ ადვილია - პოულობ ესაინმენთს, მიშენს, მერე იღებ მესიჯს, დისტრიბუშენს ვაკეთებთ და მარკეტ შეარზე გადის მერე ეგრევე, ვინ-ვინ სიტუაციაა რა...

გალსტუკიანი სირები.

კიდევ ბევრის დაწერა მინდოდა, მაგრამ ყურადღება გამეფანტა. დავამატებ მერე.

1 views

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬