მეხსიერებაში მოტივტივე ნაგავი
რატომღაც:
Stuvrygatan - ვიღაცის მისამართი სადღაც
Buraca, Portugal - ძალიან ლამაზი და პატარა ქალაქი
oh, shit, fuck, god damn it... - აკვიატებული მარაზმატიკული ფრაზა, რომელიც სინამდვილეში ჩემს განწყობას არ გადმოსცემს...
You'd kill yourself for recognition - Radiohead-ის სიმღერიდან
სიტყვა Just - ყველაფერზე, ყველგან
ეკბატანა - მიდიის დედაქალაქი
ორი დედაქალაქი:
ბუჟუმბურა ბურუნდიში
და
მბაბანე სვაზილენდში
ტიხუანა-შინდარა და შინდი-ჰუხი - წარწერა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის ბოლო ორ ტომზე (მე-10 და მე-11 ტომები)
კიდევ უამრავი ნაგავი, ნაგლეჯი მიტრიალებს თავში... არ ვიცი, საიდან მოვიდა, არც ის ვიცი, სად წავიღო...
დავწერე, იქნებ ასე მაინც მომშორდეს... ბოლო-ბოლო, ეს ბლოგიც ხომ მაგიტომ მაქვს - რომ ვწერო, მოვიშორო, თორემ ვივსები, და გადმოდის, და იღვრება...

