Skip to main content

მეგობრობა

Published 1 min readMarkdown

გუშინ ძალიან დაღლილი მოვედი სახლში და ვინაიდან საძინებელში სიგარეტს არ ვეწევი - ავდექი და დერეფანში, ხალიჩაზე, ჩემ ძაღლთან ერთად წამოვწექი. იქ ვეწეოდი და ველაპარაკებოდი ვოლფს, და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, იმასაც მოუნდა ლაპარაკი, და გული გადამიშალა - ხელებს და სახეს მილოკავდა და ოდნავ წკმუტუნებდა - რაღაცას მიყვებოდა, დაახლოებით შინაარსს მივხვდი, დეტალებში აღარ ჩავეძიე.

No comments yet. Be the first to comment.

More from this blog