Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

Little L

Published
1 min readView as Markdown

სიყვარული იცით თქვენ რა არის?
არ იცით, არა, იმიტომაც წერთ რაღაც სისულელეებს განყენებულ თემებზე!

სიყვარული არის ყველაზე მაგარი და ყველაზე ცუდი გრძნობა

ყველაზე კარგი და ყველაზე მტკივნეული, მხიარული და სევდიანი, დიდი, უშველებელი და პატარა, უმცირესი...

შაშია და ბეში, თვალებში და ტვინში

წითელი რო ანთია, და რო გადიხარ - აი ეგაა
და მწვანეზე რო დგეხარ - ეგეცაა

და რო გათბობს და რო გყინავს ერთდროულად - ეგაა
და რო ტირი და იცინი

და ის რო შენია და შენ რო იმისი ხარ

და არცერთი საკუთარ თავს რო არ ეკუთვნით - აი ეგაა

და ცალ-ცალკე როცა ხართ - მაინც ერთად რო ხართ

და რო ხედავ და მეტი რო გინდა დაინახო
და რო ეხები და მეტს რო გინდა შეეხო
და რო უსმენ და კიდე მეტი გინდა რომ გაიგო
და სურნელი რო გცემს და რო გინდა გაივსო ფილტვები მისით

და ...

ეხ, ბავშვები ხართ, აზზე არა ხართ!!!

More from this blog

ლურჯი დიოდის სადიდებლად

შესაძლოა გახსოვთ, რომ ადრე სხვადასხვა ელექტრონიკაზე ორი შუქდიოდი (LED) იყო — მწვანე (ჩართული) და წითელი (გამორთული). ლურჯი დიოდი არ არსებობდა. რიგითმა ადამიანმა შეიძლება დასვას ლოგიკური კითხვა — მერე

Jun 10, 20262 min read
ლურჯი დიოდის სადიდებლად

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read18

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

322 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬