Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

Kinda motivational

Updated
1 min read

დღეს ღამე გამეღვიძა და პოსტის იდეა დამებადა.

უფრო სწორად, არ მეძინებოდა და მინდოდა ადგომა, კომპის ჩართვა და დაწერა.

რაღაც ისეთი უნდა რქმეოდა, მაქხსოვს, უცნაური და თან ძაან მნიშვნელოვანი.

Back to black? ალბათ არა, ეგ სიმღერიდან ამეკიდა.

ნეტა რისი დაწერა მინდოდა...

იმისი, რომ ყველაფერი ისე ცუდად არაა, როგორც ჩვენ გვგონია?
იმისი, რომ ყველაფერი ისე სულაც არაა, ჩვენ როგორც გვეჩვენება?
ალბათ იმისი, რომ ყველაფრის მიუხედავად, ყველაფერი გამოვა.
ან იმისი, რომ არ უნდა მოიწყინოთ და მიაწვეთ ამ ცხოვრებას და თქვენი გაიტანოთ.

ალბათ წითელმა ღვინომ, კონიაკმა, ლუდმა და ჯინ-ტონიკმა ამირია ფიქრები.
ალბათ ფეხბურთმა, ან ალან პრაისის მუსიკამაც თავისი ქნა.

ალბათ სულ არ იყო საჭირო ამდენი სისულელის წერა.

მოკლედ, ბავშვებო, თვალები დახუჭეთ, ღრმად ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ, გაიღიმეთ და ეხლა გაახილეთ თვალები - ხომ უკეთესად ჩანს ყველაფერი, ხომ არ ყოფილა მთლად ისე ცუდად საქმე?

1 views

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬

Kinda motivational