Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

ხიდი 🌉

Updated
1 min read

თბილისის ტერიტორიაზე მტკვარზე 11 ხიდია. მათ ემატება 2 (ყველაზე ცნობილი) მშრალი ხიდი და 2 (აგრეთვე მტკვარზე) სარკინიგზო, თუმცა ჩემს კოლექციაში მხოლოდ ერთია - ვერა და ვერ გადავიღე მცხეთის სარკინიგზო ხიდი.

აი, ესაა ის გზები, რაც აერთიანებს ევროპას და აზიას. ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია, ზოგი თვლის, რომ ბოსფორი, დარდანელი და სტამბული დგას ამ გასაყარზე.

ეგონოთ, მერე რა.

მაინც ყველამ იცის, რომ ევროპა და აზია არა რუკაზე არის ერთმანეთისაგან გაყოფილი, არამედ სულ სხვაგან: ტუალეტში, სამზარეულოში, შემოსასვლელში, საძინებელში, სასტუმრო ოთახში...

მიმიხვდით, რისი თქმა მინდა?

3 views

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬

ხიდი 🌉