🔑 Keys 🗝️
გასაღები მაჩუქა მეგობარმა.
სხვათა შორის, მარტო მას მოვუყევი, რომ უკვე მრავალი წელია, დაკარგულ და შემთხვევით ნაპოვნ უსარგებლო გასაღების კოლექციას ვაგროვებ.
ერთ დიდ ჟაჭვზე მაქვს აცმული.
ემატება და ემატება, ხან - წელიწადში რამდენიმე, ხანაც - რამდენიმე წელიწადში ერთი...
არავის თვალით არ უნახავს გასაღების ეს ასხმა, არც არავისთვის მომიყოლია.
არც კი ვიცი, რატომ ვაგოვებ. ალბათ, სიკვდილის მერე გამომადგება, რაიმე საიდუმლო კარის გასაღებად.
სიცოცხლეში არ გამოდგა და... ;)

