Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

კბილები

Updated
1 min read

კბილის ექიმი. კლინიკის სუნი. ბურღის წუილი. გამყინავი კივილი გვერდით ოთახიდან. ცივი ოფლი შუბლზე, ტუჩის ზევით, ხელის გულებზე. ზურგზე მიწებებული მაისური, აკანკალებული მუხლები. აჩქარებული გული. აფორიაქებული ხარ, ლოყები წამოწითლებული, ტკივილს ვეღარ გრძნობ. ოღონდ ამ სკამზე აღარ დაგსვან და მეტი არაფერი გინდა, ყველანაირ ტკივილს გაუძლებ.

არადა გუშინ ღამე კედლებზე რომ გადიოდი, სხვანაირად ფიქრობდი... ერთი სული გქონდა, სანამ გათენდებოდა და კბილის ექიმთან მიხვიდოდი. ოღონდ ეს ტკივილი მოიხსნას და თუნდაც ყველა კბილი ამოუღია, მაგის დედასაც შ...

ბავშვებო, იხეხეთ კბილები დღეში ორჯერ. თავს მოუარეთ ;)

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬