Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

კავსაძის გიჟი

Updated
1 min read

და კიდე - ის გიჟი, კავსაძეზე, სულაც არ მოუკლავთ. ჭორი ყოფილა ეგ, ჭ ო რ ი ! ან, შეიძლება სიმართლეა, მართლა მოკლეს, მაგრამ თბილისმა, ამ უცნაურმა და იდუმალმა ქალაქმა, ადგა და თავისი გენეტიკური მეხსიერებიდან აღადგინა კავსაძელი გიჟი - გააცოცხლა თავიდან, კლონი გააკეთა (ნუ ხო იცით კლონი როგორც კეთდება, დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის სპირალს იღებ და აკოპირებ, ერთი ერთში...)

ხოდა დგას ეხლაც და ცეკვავს კავსაძის შუქნიშანთან, მაგრამ ეტყობა, აშკარად ეტყობა, რომ ის უკვე სხვაა... უფრო დინჯია, და უფრო გიჟია. უფრო ცოცხალია და უფრო დაღლილია. უფროა, მოკლედ.

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬