Skip to main content

ქარიანი

Updated 1 min readMarkdown
Part of seriesTop Posts

ფუუ, ვერ ვიტან!

ვერ ვიტან, რა მტვრიანია, დედა, რა მტვრიანია ეს ოხერი...
მტვრიანი და ფოთლებიანი და პარკებიანი და ბინძური...

და დაფრინავს ეს ყველაფერი და თავზე გეყრება, და სახეში, თვალებში, კბილებში ქართული, თბილისური მიწის ნაწილაკები გიყრია...

და ჭამ, გინდა-არ გინდა ამ მტვერს, რომელიც არავინ არ იცის, რისგან შედგება - წინაპრების ნაწილებისაგან, ქუჩის ძაღლების განავალისგან, შენივე გადაგდებული სიგარეტის ნამწვისგან, ვიღაცის დაგდებული სისხლიანი შპრიცისგან...

ჭამ და ვერ ინელებ... და ვერ იტან, და მაინც ჭამ... და მერე გულისრევის შეგრძნება გაქვს, და პახმელია თურმე არაფერ შუაშია - შენივე ქალაქი ძალით გაჭმევს - ნელ-ნელა, ნაკუწ-ნაკუწ - თავის თავს...

2 views

No comments yet. Be the first to comment.

More from this blog