Skip to main content

Fearless

Published 1 min readMarkdown
Part of seriesTop Posts

ჩვენ ყველას გვეშინია რაღაცის...

ადამიანს ეშინია და ყოველთვის ეშინოდა იმისი, რაც არ იცოდა, რაც მისთვის გაუგებარი იყო...

მე რისი მეშინია?
სიმაღლის...
ბნელი ოთახის...
უძილო ღამეების...
ტელეფონის ზარის...
ზოგიერთი ადამიანის...
ზოგიერთი ცხოველის...

ყველაზე მეტად კი დაკარგვის მეშინია! მეშინია, რომ ის არ მექნება, რაც მინდა. მეშინია, რომ შეიძლება შევშინდე და რაღაც გავაფუჭო.

ამიტომაც - არაფრის არ მეშინია!
უშიშარი ვარ, იმიტომ რომ, მშიშარა ვარ.
ძლიერი ვარ, იმიტომ რომ სუსტი ვარ.
და დარწმუნებული ვარ ჩემს თავში - იმიტომ რომ სხვანაირად არ არსებობს.
აი ეხლა გრძნობ თავს ადამიანად...

2 views

No comments yet. Be the first to comment.

More from this blog