Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

კარგი ხასიათი post

Published
1 min readView as Markdown

დილა თენდება ადრე.
მმმ, უფრო სწორად, დღეს ადრე გავიღვიძე.

და ღიმილით სახეზე ვიხსენებდი გუშინდელ ღადაობას - "Белая Смерть"

და შხაპი, ყავა, ბუტერბროდის ნახევარი.

და სიგარეტი, და მანქანა, მზე და სათვალე, სამსახური.

და relax როცა ყველაფერი კარგად მიდის და მუსიკა ყურებში და პრინტერში ქაღალდის შრაშუნი (? ქართული სიტყვაა ეს ვაბშე?)

და კიდე ყავა და სიგარეტი, და ღიმილი სახეზე და ბევრი ხალხი სამსახურში, და არავის არსად არ ეჩქარება, ყველაფერი დაწერილია, დაბეჭდილია, ყველგან დარეკილია და ყველამ ყველაფერი იცის.

სინამდვილეში არავინაც არაფერი არ იცის.

შენ თვითონაც არ იცი. მზემთვარევარსკვლავები, მეგობრები, სითბო და ზაფხული და ზღვის სუნი და საქმეები და ”სად მიდიხარ? - სხვაგან.” და პატარები და დიდები და ლეკვი რომელიც გეჩხუბება და კნუტი რომელიც გეფერება.

ეს შესავალი იყო.
ეგრე ვწერ ხოლმე, ჯერ ვითომ განყენებულ შესავალს ვწერ, და მერე უცბად მთავარ თემაზე გადავდივარ. და იმ თემას ვავითარებ, მერე კულმინაციამდე მიმყავს და ბოლოს რაიმე ფრაზით ვაგვირგვინებ.

არ მოგბეზრდათ?
მე - კი.

ამიტომ მთავარ თემაზე არაფერსაც არ დავწერ. იმიტომ რომ სულ არ გამოვა კაი ხასიათის პოსტი ეს.
ამიტომ პროსტა სურათებს დავყრი.

და ვაბშე დებილური პოსტია ეს.
არ მომწონს.

More from this blog

ლურჯი დიოდის სადიდებლად

შესაძლოა გახსოვთ, რომ ადრე სხვადასხვა ელექტრონიკაზე ორი შუქდიოდი (LED) იყო — მწვანე (ჩართული) და წითელი (გამორთული). ლურჯი დიოდი არ არსებობდა. რიგითმა ადამიანმა შეიძლება დასვას ლოგიკური კითხვა — მერე

Jun 10, 20262 min read
ლურჯი დიოდის სადიდებლად

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read18

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

322 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬