კაფკა პლიაჟზე
ჰარუკი მურაკამის სამი წიგნი ამოვბეჭდე.
თითო გვერდზე რომ ორი გვერდი დაიბეჭდოს, ისე - წვრილი შრიფტით.
თანაც, ერთ მხარეს სხვა რაღაც არის ამობეჭდილი - მიყვარს ასეთი ქაღალდის მეორედ გამოყენება - ვზრუნავ გარემოზე.
ამ ბოლო დროს ცოტას ვკითხულობთ ორივე - და ეს აუცილებლად უნდა შევცვალოთ :)
მიყვარს კითხვა და ყველაფერი, რაც ამასთან არის დაკავშირებული ;)
მურაკამი კი იმითი მხიბლავს, რომ რაღაც იდუმალ, ფანტასტიკურ და ამავე დროს აბსოლუტურად ჩვეულებრივ სამყაროს აღწერს - თითქოს ფარდას ხდის რაღაცას, რაც საბოლოო ჯამში ძალიან ნაცნობი აღმოჩნდება ხოლმე ჩვენთვის.
ქვეტექსტები აქვს ბევრი და კარგი.
იაპონური ელფერი ხომ საერთოდ ისედაც ყოველთვის მხიბლავდა.
მაგრამ აი კაფკა რა შუაშია - უნდა გავარკვიო.

