Skip to main content

ჯუზეპე

Published 1 min readMarkdown

1832 წელს, 19 წლის ჯუზეპე ვერდის მილანის კონსერვატორიაში სწავლაზე უარი განუცხადეს (იმიტომ, რომ ის 4 წლით უფროსი იყო დაშვებულ ასაკზე და საერთოდ არ იყო ლომბარდიულ-ვენეციური სამეფოს მოქალაქე).

1898 წელს კი, მისი კარიერის მიწურულს, საკმაოდ გაკვირვებულმა ვერდიმ შეიტყო, რომ კონსერვატორიამ გადაირქვა სახელი მის საპატივცემულოდ და ჯუზეპე ვერდის სახელობის მილანის კონსერვატორიად იქცა.

No comments yet. Be the first to comment.

More from this blog