Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

ივნისი

Updated
1 min read

აი, დადგა ივნისიც.

fuck it

გაზაფხული ძალიან ცოტ ხანს გაგრძელდა - მგონი სულ რაღაც ორი თუ სამი საათი.
ეგრევე დაცხა და ზაფხული მოვიდა.

დაითრგუნა ხალხი.

რა ყველაფრით უკმაყოფილოები ვართ ეს ქართველები - ზამთარში გვცივა, ზაფხულში გვცხელა, მეზობლები არ მოგვწონს, სამსახურები არ გვევასება, ხელფასი არ გვყოფნის, მეგობრებს ვჭორავთ, სექსი - არა გვაქვს, და ამ დროს რაღაცეები გვინდა, აი, ისეთი...
აღმატებული და მაღაფარდოვანი - შეკითხვები წიპა:

  • რატომ გავჩნდით ამ ქვეყანაზე?

  • რა დანიშნულება აქვს ადამიანს სამყაროში?

  • საიდან წარმოიშვა ცხოვრება? (ნუ ამ შეკითხვის ადრესატები ისინი არ არიან, ვისაც სჯერა, რომ დინოზავრები არ არსებობდნენ, სამყარო 5 000 წელზე ცოტა მეტი ხნისაა და რომ კაცობრიობა ორი ადამიანისაგან გამრავლდა).

ხოდა რას ვამბობდი - თქვენ თითონ არ იცით, ვინ ხართ, და რა გინდათ, და გარეთ ეძებთ?
საკუთარ, პატარა დანიშნულებას მიხედეთ - რატო გამოდიხარ ყოველდღე სახლიდან, იმაზე იფიქრე, და მერე აიხედე ზევით.

აი მე ვიცი რატომაც გამოვდივარ სახლიდან ყოველდღე, და რატომ ვარ აქ, და რა მინდა, და რა უნდა გავაკეთო. და მაცადეთ.
თქვენ პატარა სირულ საქმეებს მიხედეთ.

(და აი იმ, ზემოხსენებული შეკითხვის ადრესატები ვინც არ ხართ, ძალიან გთხოვთ, ნუ გამოგვეხმაურებით)

2 views

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬