Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

იცით როდის გავს თბილისი ევროპას?

Updated
1 min read

აი შუაღამისას, შუქნიშანზე რომ დგეხარ, ნორმალურ ხმაზე რომ გაქვს მუსიკა ჩართული, და სხვა მანქანებიც რომ დგანან, ზოგს ”პავაროტნიკები” ჩართული, ახალი ნაწვიმარია და თეთრად გადახაზული ასფალტი შუქნიშნის ფერებს ირეკლავს, აუღელვებლად და მშვიდად რომ ჩაივლის მწვანეზე სხვა მანქანა, და ყველა ერთმანეთს რო ელოდება და მშვიდად და წყნარად რომ ჩაივლის რამოდენიმე მთვრალი ახალგაზრდა, და რომ დაინახავენ რომ მათი შუქნიშანი უკვე ჩაქრა, და გაჩერდებიან, წითელზე აღარ გადავლენ, და რომ დაძრავ მანქანას და აუჩქარებლად, მშვიდად მიდიხარ, პეტრუჩიანი რო ხევს როიალს და შენ კიდე იღიმები - უმიზეზოდ, რა, არ შეიძლება?

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬