ინტერნეტის საერთაშორისო დღე
გილოცავთ ყველას ინტერნეტის საერთაშორისო დღეს! (ოღონდ მსოფლიო მას 4 აპრილს აღნიშნავს).
მრავალს დაესწარით!
დაე თქვენი შეერთება ინტერნეტთან მუდამ 100 მბ/წმ იყოს!
ნახვამდის, მოდემო და გამარჯობა, რუტერო! (ვინც არ იცის, ეს რეებია, დაეკითხეთ მცოდნე ხალხს, მე მეზარება ახსნა ;-) )
ნურასოდეს შეგხვდებათ გვერდი 404!
და არ დაგავიწყდეთ - ინტერნეტს ბევრი რამე შეუძლია - მას შეუძლია, ერთ წუთში ვარსკვლავად გაქციოთ, ერთ დღეში კი დაგაჩლუნგოთ! :)
არ დაივიწყოთ ბეჭდვითი მედია! არ გადააგდოთ ქაღალდი და კალამი.
წაიკითხეთ წიგნი.
მაგალითად, გაბრიელ გარსია მარკესის ”მარტოობის ასი წელიწადი” (ლინკს ვერ ვდებ, არაა ინტერნეტში).
მოკლე შინაარსი - ეს წიგნი არის ერთ ოჯახზე, რომელსაც არ ჰქონდა ინტერნეტი. ნაწარმოებში ფანტასტიურადაა აღწერილი ის ხრიკები, რასაც ხალხი გასართობად იგონებდა ადრე, როცა ინტერნეტი არ არსებობდა.
თუ წაკითხული გაქვთ ეს წიგნი, მაშინ გაეცანით ჯორჯ ორუელის ნაწარმოებს ”1984”. აქ აღწერილია ის საშინელი დრო, როდესაც გლობალური ქსელი სამუდამოდ დაიკავებს თითოეული ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროს...

