Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

იდეალური ქართველი

Published
1 min readView as Markdown

იდეალური ქართველი მრგვალია, როგორც სფერო - ანუ მას გააჩნია იდეალური ფიგურა.
მას არ აქვს სქესი - კაციც და ქალიც თანაბრად მსმელი და დამრტყმელია. მას სექსიც არა აქვს - ეს ხომ გარყვნილებაა!

მას არ აქვს საკუთარი შეხედულებები - იგი საუკუნეების განმავლობაში გამობრძმედილ, გამოჭედილ ნააზრევს, ხალხურ-რელიგიურ-ფილოსოფიურ-ბატონყმურ-დამპყრობლურ-მონურ-ერთფეროვან-მიკერძოებულ-შებოჭილ-შეზღუდულ აზრთა ნაჟურს იზიარებს მხოლოდ. დედის რძესთან ერთად ღებულობს, და იშტამპება ისევე, როგორც ყოველი სხვა ქართველი მანამდე, და მის მერეც.

იდეალური ქართველი არ ფიქრობს. ის ჭამს. არ კითხულობს, ის უყურებს. ის არ ამუშავებს მიღებულ ინფორმაციას, მხოლოდ ქვევრივითაა - სხვის ნათქვამს ამოიძახებს. იდეალურ ქართველებში შესაშური ერთგვაროვნებაა: ყველა დიეტაზეა, ყველას საერთო შტამპები აქვს გემოვნებაში და ყველას ერთნაირად ეშინია ამ საერთო ნიშან-თვისების დაკარგვის, რასაც ქართველობა ქვია.

აი, კონკრეტულად რა არის ეს ქართველობა, რომ კითხო - ვერ გიპასუხებენ.

2 views

More from this blog

ლურჯი დიოდის სადიდებლად

შესაძლოა გახსოვთ, რომ ადრე სხვადასხვა ელექტრონიკაზე ორი შუქდიოდი (LED) იყო — მწვანე (ჩართული) და წითელი (გამორთული). ლურჯი დიოდი არ არსებობდა. რიგითმა ადამიანმა შეიძლება დასვას ლოგიკური კითხვა — მერე

Jun 10, 20262 min read
ლურჯი დიოდის სადიდებლად

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read15

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

322 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬