გასკდა თავი

პახმელია. ამ შაბათ-კვირას.
წინა შაბათ-კვირას - მოვიწამლე.
იმის წინ - კიდე სხვა რაღაც...
და ასე. სულ მტკივა უკვე.
და ყველაზე ცუდი რაც არის - არ მტკივა მხოლოდ ერთ შემთხვევაში. და ისიც მალე დამთავრდება და ისევ სულ მეტკინება.
ბევრი ფიქრები. რაღა აზრი აქვს?
ტკივილი ფიქრებისგან თუ ფიქრები ტკივილზე.
მოიჭერი და გადააგდე, რაღად გინდა.
მახსოვს, ბავშვობაში მტკიოდა ხშირად. თავი.
ალბათ თავის ქალის შიდა წნევა გაქვსო, ამბობდნენ. ექიმები ვერ იგებდნენ, რა მჭირდა, წნევაც თითქოს არ მქონია.
ალბათ იმიტომ მტკიოდა, რომ ერთი წლის როცა ვიყავი, დედას გავუვარდი ხელიდან - ზამთარი იყო, ფეხი დაუცურდა, წაიქცა, ხელი მოიტეხა, და მე კი სახით დავასკდი კანალიზაციის სახურავს.
დაახლოებით 14 წლამდე მტკიოდა.
მერე იაპონიაში ჩავედი. ტოკიოში მოვინახულე ერთ-ერთ მთავარი ბუდისტური ტაძარი. არ მახსოვს, რა ერქვა, მაგრამ ძალიან საინტერესო ”განწმენდის” პროცედურა გამატარეს:
სანამ ტაძარში შეხვალ, უნდა განგწმინდონ ”ბოლით”. ანუ დგეხარ სპეციალურ საკურთხეველთან, სადაც ნაკვერჩხლები გიზგიზებს და ამ ნაკვერჩხლებზე ყრი ნაძვისა და სხვადასხვა სურნელოვანი მასალისაგან შეზავებულ ფიჩხებს, რომლებსაც ძალიან სასიამოვნო, მაგრამ ამავე დროს ძალიან სქელი ბოლი ასდის.
და თავიდან ბოლომდე ამ ბოლში რომ გაეხვევი და კარგად შეისუნთქავ, აი ეგ ყოფილა განწმენდის პროცედურა.
მერე დიდხანს მცემდა ის სუნი, და ღამ-ღამობით, ძილში, იდუმალი მელოდია მესმოდა - თითქოს ფლეიტაზე უკრავენო სადღაც...
ამის მერე აღარ მტკიებია უმიზეზოდ თავი.
P.S. ტაძრის სახელი ყოფილა Sensō-ji. უმთავრესი და უძველესი ბუდისტური ტაძარი ტოკიოში.
Comments
Join the discussionYes — you’re remembering something very real, and your memory matches a classic ritual at Sensō-ji Temple (浅草寺) in Asakusa, Tokyo.
Here’s what likely happened:
At the entrance to Sensō-ji, there’s a large bronze incense burner called a jōkōro (常香炉).
Visitors light incense sticks (osenkō, お線香), not leaves or pine needles — but the rising thick, fragrant smoke is believed to have purifying and healing powers.
People wave the smoke over their heads or bodies to cleanse themselves spiritually or bring good health — for example, waving it toward one’s head to invite wisdom, or toward an aching area to heal it.
It’s easy to remember the burning incense bundles as dried leaves or needles, especially since the smoke is heavy and the scent is earthy.
So yes — your memory is absolutely right in spirit. You likely visited Sensō-ji Temple, Tokyo’s oldest and most famous Buddhist temple, and took part in the purification-by-smoke ritual at the incense cauldron in the main courtyard.

