Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

გაიღიმეთ, თქვენი...

Updated
1 min read

რა ლამაზია დილით თოვლი... და მზიანი ამინდი... და გაყინულ მანქანას რომ ათბობ, რადიოს ჩართავ და შესანიშნავი ბრაზილიური ჰანგები რომ გესმის...

გაიღიმები და ძრავ მანქანას. მიდიხარ იქ, სადაც ყოველ დილით მიდიხარ ხოლმე, იმავე გზით, იმავე შუქნიშნებზე ჩერდები, იგივე ხალხი დგას გაჩერებაზე...

უკვირთ ამ იდიოტებს, უკვირთ, როცა იღიმები უმიზეზოდ, უკვირთ, რაღაც რომ გიხარია, არ ესმით.

აუცილებლად დაბღვერილი უნდა ვიყო კაცო? პრობლემები, საფიქრალი, სამუშაო - ყველა ჩვენთაგანს აქვს, მაგრამ ხომ შეიძლება ღიმილით ვიაროთ ამ ქვეყანაზე?

2 views

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬