Fuck you
დიახ, დიახ!
მყრალი როზა რუსთაველზე მიკოჭლობდა.
მას თავგზააბნეული პატრული და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი მისდევდნენ.
გორიდან და ცხინვალიდან დევნილთა ცოცხალი ჯაჭვი ალაგ-ალაგ დაშლილიყო, ხალხს ეზარებოდა სიცხეში დგომა და ჩრდილისთვის შეეფარებინათ თავი.
მეხუთე თვეა რაც რუსული ოკუპაცია გრძელდებოდა. პრეზიდენტს ჰალსტუხები აღარ შერჩენოდა, ახლა უბრალოდ დევალვირებულ 100-ლარიანებს ღეჭავდა.
საჭმელი მაინც არ იყო ქვეყანაში და...
ყოველივე ამას ნატოსა და ევროკავშირის უემოციო დამკვირვებლები აუღელვებლად შესცქეროდნენ. მათ რუსული გაზი გარანტირებული ჰქონდათ.
აი ასე შეიძლება ყველაფერი დამთავრდეს.
ან დაიწყოს.
გააჩნია, რა შემთხვევაში. ანუ საიდან შევხედავთ.
ქართველო, ხელი ხმალს იკარ და ეგეთი ყლეობების დრო წავიდა.
და ქუდზე კაცის დროც წავიდა.
ეხლა მარტო ბლატაობა, წამლის კეთება, ფანჯრიდან ნაგვის გადაყრა და ერთმანეთის ლანძღვა-გინებაა მოდაში.
დაივიწყეთ გმირები და გმირობები, თავდადება, თავგანწირვა, ღირსება და პატივისცემა.
ყველაფერი დაივიწყეთ.
ისწავლეთ საკუთარი დედის გინება, სხვისთვის სახეში შეფურთხება, ქორწილებში დალევა და გაპათოლოგება, პროჭის გასაღების დაკარგვა და მაშინ ნამდვილი ქართველები იქნებით!
ათასწლიანი კულტურა და ტრადიცია?
უძველესი ევროპელები?
შეიხედეთ ნებისმიერ სადარბაზოში, ან ნებისმიერი 16-სართულიანი შენობის წინ გაჩერდით ცოტა ხანს - და თავში რომ მოგხვდებათ ნაგვის პარკი, მაშინ მიხვდებით, რომ ფურთხის ღირსია თქვენი ევროპული ორიენტაცია და ნატოში ინტეგრაცია.
ვიცი, ილიას მოვპარე ციტატა, მაგრამ მისი თანამედროვე საქართველოს მერე აქ ხომ არაფერი შეცვლილა.
ლუარსაბებო და დარეჯანებო.
ძილი ნებისა, და იმედი მაქვს რომ აღარ გაიღვიძებთ ხვალ.

