Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

Fade to grey

Updated
2 min read

ქარია...

დახურულ კარს მაინც რომ ეჯაჯგურება, ისეთი.

ოდნავ შეღებულ ფანჯარას ეხეთქება, შემოსვლა უნდა.

ზიხარ და უყურებ კომპს.

მუსიკა არ გაქვს შესაბამისი, და ვერ წერ ვერაფერს.

ახალი გინდა რამე.

ახალი ყველაფერი - სახლი, მანქანა, ტანსაცმელი, სამსახური, ხელფასი, მუსიკა, კომპი, ტელეფონი...

ჰეჰ

წვიმა, ქარი, მზე.

რამდენი რამე გავიგე ქარისგან. მოაქვს რაღაცეები და მერე აღარ მიაქვს.

ნაყარი ფრაზები, სიტყვები, ნოტები, სონეტები.ღიმილი, სიგნალი, ხელის ჩამორთმევა, გამარჯობა, ბინის თაობაზე გაწუხებთ, არა, გმადლობთ, რამდენი კვადრატულია, როდის დაცლით, კეთილი, დაგირეკავთ...

რამდენი ხალხი ვნახე ამ დღეებში... რამდენი გიჟი და გადარეული, თავისი უცნაურობებით, რამდენ ბინაში შევიხედე, რამდენ ოთახში, აივანზე, აბაზანაში...შედიხარ და ამ უცხო ხალხის ცხოვრების ერთ ნაწილს ხედავ, რაღაც დებილურ დეტალებს ამჩნევ - სხვა შემთხვევაში რომ არ მიაქცევდი ყურადღებას: ვის, სად და რატომ უდგას ან არ უდგას ტელევიზორი, აბაზანაში რა პარფიუმერია და სხვა ჰიგიენური საშუალებები უწყვიათ თაროებზე, რას ჭამენ, რას სვამენ, როგორ იცმევენ, სად ძინავთ...

მერე, ვის რა აცვია ხოლმე, როცა სახლში გხვდებიან... ოო, პენიუარები, კოსტიუმები, ფქვილით მოთხვრილი წინსაფრები, სპორტული ზედები და ქვედები, მოკლე კაბები და ბალახონები, გამჭვირვალე და რო ლანდავს, და სეტკა მაისურები, ჯინსები ყველანაირი, გაქექილი პიჯაკები და გასარეცხი პერანგები...

ფეხზე? ჩუსტები, ფაჩუჩები, ძაღლები, ბაჭიები, შლიოპანცები, ესპადრილები, ინსპექტორები, კეტები, ბოტასები, მარტო წინდები, ზოგიც დაჟე დახეული...

სახეზე - კრემები, პილინგის მასკები, ეპილაციის საშუალებები და თმებში გაყრილი ყველანაირი სამაგრები და სარჭები... ტალავერები და მელოტები, ჭაღარები და იასამნისფერთმიანები...

ყველა ამ ადამიანის ცხოვრებაში მინიმუმ 5 წუთით შემიხედავს, ამირევია, შემიწუხებია - და უსიამოვნო გემო რომ გამოგყვება ხოლმე...

მერე, რამდენნაირი სუნი შემხვდა ამასობაში? გულისამრევი, სიბინძურის, სიბერის, დამწვარი კვერცხის და ავეჯის საწმენდის, ნიშადურის და ამიაკის, შანელის და დავიდოვის, კირის და რემონტის, ვირთხის და ძაღლის...

ღმერთმანი, ამ კვირას უნდა შევისვენო ;)

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬

Fade to grey