Facebook killed the blogging star?
ვინაიდან და რადგანაც ამ პირწიგნაკმა გადამიყოლა, რაღაცნაირად გამოვიდა რომ ბლოგი მივაგდე.
არადა, რამოდენიმე წლის წინ, სულ ათიოდე მკითხველი როცა მყავდა, უფრო აქტიურად ვწერდი.
მერე ორწლიანი დეპრესიული ფაზა მქონდა და მუზებმა აიშვეს - ყველაზე მეტი მკითხველი და კომენტარი ამ დროს დავაგროვე.
ახლა, როცა ცხოვრება დალაგდა და ყველაფერი მშვენივრადაა, ბლოგისთვის პირადი აზრებისა და განცდების გაზიარება უფრო და უფრო მიჭირს.
პრინციპში, დროც აღარ მაქვს ხოლმე - ბლოგზე კარგი რამ რომ დაწერო, საკუთარ თავთან, ჭიქა ყავასთან და სიგარეტთან ერთად უნდა დარჩე.

