Skip to main content

ერზაცი

Published 1 min readMarkdown

ზაფხულია, ცხელა. არ გშია თითქმის ადამიანს, ისეთი სიცხეა.
დილით გავიღვიძე და მაცივარი გამოვაღე.

მაწვნის მაგვარ პროდუქციაში ჩავყარე შაქრის მაგვარი ფხვნილი, პურის მაგვარი ნაჭერი დავჭერი და კარაქის მაგვარი სპრედი წავუსვი, ყავის მაგვარ ფხვნილს წყლის მაგვარი სითხე მოვასხი, რძის მაგვარი სუბსტანცია მოვასხი და voila - საუზმის მაგვარი ყლეობაც მზადაა!

ჩავრთე ტელევიზორის მაგვარი ყუთი, სავარძლის მაგვარ ავეჯზე მოვკალათდი და გადაცემის მაგვარ რაღაცას ვუყურებდი. თან საუზმის მაგვარ ყლეობას მივირთმებდი და ვუსმენდი ადამიანის მაგვარ არსებას, რომელიც მოსაზრების მაგვარ რაღაცეებს აფრქვევდა. გამოვრთე, თავში აზრების მაგვარი იმპულსები მიტრიალებდა - საით მიექანება ჩვენი სამყარო?

2 views

No comments yet. Be the first to comment.

More from this blog