ძმაკაცის ძმაკაცის მამა
ხო.
ჩემი ძმაკაცის კიდევ ერთი სხვა ძმაკაცის მამა შემხვდა.
ერთ დროს ბრგე, ეხლა კი საკმაოდ მოტეხილი.
ზედმეტად.
ვერ ვიტან ამ ქართულ სიყვარულის ახსნებს - ”შენ ხო იცი ჩემ ბიჭს როგორ უყვარხარ”... ”პატივს გცემს”...
ბლა ბლა ბლა
კარგი რა.
ხოოდა.
კიდე კრიტიკის ქარ-ცეცხლი გავიარეთ მე და ჩემმა ბლოგმა.
ხოო, კომენტარს ველით სულმოუთქმელად ორივე.
კიდე მაზუთიანი ტატუიროვკა ვნახე.
კიდე შემხვდა ნაცნობები და უცნობები. ბევრი.
კიდე ხვალ დაბდღეზე მივდივარ ქალაქგარეთ.
კიდე ბევრი ვილაქლაქეთ.
კიდე მინდა...
ხოდა რა გითხრათ, რით გაგახაროთ, მივყვები ასე ამ ცხოვრების დინებას, ხანდახან საინტერესო რამეს თუ შევნიშნავ, მოვიქნევ ხელს ერთი-ორჯერ და ახლოს მივცურავ, შევათვალიერებ, შეიძლება ცოტა დიდხანს შევყოვნდე, მერე თავს ვანებებ და ისევ მივყვები დინებას...
გზაში რამდენი რამე გვხვდება - მედუზები, მთიდან მეწყერს წამოყოლილი მორები, პლასტმასის ბოთლები, ნაპირზე ტიპები მანქანებს რეცხავენ, ვიღაცეები ტანსაცმლით ბანაობენ, ზაგარს ღებულობენ სხვები, აქვე ვენახები და ბაღებია ან ყანები გაშენებული...
მორევები და ჩანჩქერებიც ბევრია ცხოვრებაში... მთავარია, ცურვა იცოდე.
და ის კუნძულიც გამოჩნდება, ტომ სოიერი და ჰეკლბერი ფინი რომ აფარებდნენ თავს.
პიტერ პენი რომ ცხოვრობდა მარად უბერებელ ბიჭებთან და გოგოებთან ერთად.
კაპიტანი ბლადი რომ იპყრობდა.
სულ წვიმა რომ მოდის.
ხანდახან ძალიან მწარედ მოგხვდება ხოლმე რომელიმე მორი. ძალიან გტკივა, გგონია რომ ეხლა გული წაგივა და ჩაიძირები... მაგრამ ისიც გახსოვს, გაანძრიე ხელი და გეშველებაო... ხოდა მიცურავ. კუნძულისკენ.
P.S. ნუ მიზაკაზებთ რა პოსტებს, მეძინებოდა და თქვენი გულისთვის ჩავრთე ეს კომპი ტიალი (ოხერტიალი...)
;)

