ძილის პრობლემა
ვის გაწუხებთ ძილის პრობლემა?
მე ძალიან, ძალიან მაწუხებს...
რვა საათი მინიმუმ მჭირდება. არ მყოფნის. 12 ხო ვაბშე მაგარია.
ამ დროს, ხალხს 4-6 საათი ძილიც კი ყოფნით.
როგორ ახერხებენ, არ მესმის. ჯანმრთელი ძილი რომელია? ბევრი თუ ცოტა?
ყველაზე მეტად მიყვარს დილის ძილი... აი, მზე რომ გაჭყიტებს და გიტრაკებს, ადექიო და შენ რომ თავზე იხურავ საბანს და ცდილობ, გაიხანგრძლივო სიამოვნება...
ვაი, თუ წინა საღამოს დავლიე. თავს ვეღარ ვწევ ხოლმე საერთოდ.
ანუ, კლასიფიკაცია რომ მოვახდინო:
ნორმალურ მდგომარეობაში დაძინებულს - 8 საათი მჭირდება
ნასვამზე - 10
მთვრალზე - 12
ესე იგი, ვთქვათ მომიწია დალევა (თან მაგრად) სამუშაო დღის წინა საღამოს. დილის 8 საათზე, მაქსიმუმ ცხრის ნახევარზე უნდა ავდგე.
8 - 12 = 20:00
ხვდებით, რაშია საქმე? მაგარმა მთვრალმა საღამოს რვაზე უნდა დავიძინო, რომ დროზე ავდგე, დროზე მივიდე სამსახურში და შრომისუნარიანი ვიყო.
შესაბამისად, საღამოს რვაზე უკვე მაგარი მთვრალიც უნდა ვიყო, არა?
მერე, როგორ გინდა, როცა ხანდახან საღამოს რვაზე კი არა, არამედ ღამის თერთმეტ საათზე ვიწყებთ ქეიფს?
აი, დილემა.

