Skip to main content

Command Palette

Search for a command to run...

Dies Irae

Updated
1 min read

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყოველთვის კარგ ხასიათზე არიან, ყოველთვის ყველაფერი უხარიათ, ყოველთვის კმაყოფილი გამომეტყველება აქვთ სახეზე და, მეტსაც გეტყვით, ეს ყველაფერი ხშირად უმიზეზოდ ხდება ხოლმე.

აი ისეთ ტიპზე ვლაპარაკობ, უცბად რომ შეუძლია, წამოხტეს და იცეკვოს - მუსიკით ან უმუსიკოდ, სულერთია.

არ მესმის ასეთი ხალხის. უფრო სწორად, არ შემიძლია გავიგო, თუ საიდან მოაქვთ ეს ენერგია, სილაღე, სიხარული.

მე ყოველთვის უკმაყოფილო ვარ ხოლმე, სულ მუდამ უხასიათოდ, უჟმურად ვიყურები და არაფერს არ შეუძლია, ეს შეცვალოს.

მართალია, ხანდახან კი ვიღიმები კიდეც, ხან გავიხუმრებ და, ძალიან იშვიათად, მიხარია ხოლმე რამე სიახლე. მაგრამ ეს ყველაფერი პარალელურად ხდება - პარადოქსალურად უთავსდება ერთმანეთს უჟმური ხასიათი და ღიმილი, მოწყენილობა და ხუმრობა, გაბრაზება და სიხარული.

ამის მიზეზი ალბათ წარსულ ცხოვრებაში (ან ბავშვობაში) უნდა ვეძებოთ - ემოციების გაცვეთა და გაუფასურება მაშინ ხდება, როცა ძლიერ ტრავმას გადაიტან, ან დიდ დანაკარგს განიცდი.

ყველაზე დიდი დანაკარგი კი საკუთარი თავია - შენი ოცნებების და სურვილების აუსრულებლობა ნელ-ნელა ასამარებს ყველა დადებით ემოციასაც შენს გულში და გრჩება მარტო ავი, ქოფაკი ძაღლის ბრაზი, შხამიანი ეკლიანი მცენარის გესლი და გატეხილი სამლიტრიანი სამურაბე ქილის სიცარიელე...

1 views

More from this blog

ბაბუ 👴

ბაბუაჩემი გამახსენდა, გიგლა. კორონას დროს გარდაიცვალა, 89 წლის ასაკში. არა, კორონამ არ მოკლა. თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს. მგონი 8-9 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. ის ომი ნუ, ხო ხვდებით. მთელი ცხოვრება იმას უყურებდა ადამიანი, რომ ომში დამარცხებული გე...

Nov 4, 20251 min read12

ხვრელი 🕳️

გაურკვეველი მიზეზებით, ყველა ადამიანი იბადება მკერდის არეში თანდაყოილილი დიდი ხვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი არანაირ უხერხულობას არ იწვევს, საზოგადოდ მიჩნეულია, რომ მისი ასე დატოვება არასახარბიელოა და ყველა ცდილობს მის ამოვსებას რამენაირად....

Oct 22, 20251 min read35

დღიური - ბლოგი

321 posts

ჩემი ბლოგის📑 აღდგენილი♻️ და სახეცვლილი ჩანაწერების✍️ მესამე3️⃣ სიცოცხლე🧬