Skip to main content

დიალოგი

Published 1 min readMarkdown

გაიწიე.
შენ თვითონ გაიწიე.
დებილო.
იდიოტო.
დამპალო.
დეგენერატო.
რა გინდა, რა?
რა და... შენი...
ხო, ჩემი, ხო?
ხო, აბა ჩემი?
შენი, აბა ჩემი?
წადი, შენი...
არ დამენახო საერთოდ.
არასოდეს გაპატიებ.
არც გთხოვ.
აბა რაღა გინდა, რაა?
ძალიან კარგად იცი, რაც.
იცი შენ უკვე, ყველაფერი იცი.
არაფერიც არ ვიცი.
გითხარი მილიონჯერ!
არა, არ გითქვამს.
რაც შენი საქმე არაა, არ გეუბნები.
ყველაფერი ჩემი საქმეა.
მე არ მინდა.
მე მინდა.
მეც მინდა, იდიოტო.
მერე?
მაგრამ არ გეტყვი.
დავიღალე...
მეც...
ხოდა ჩაიწიე, დამაძინე...

2 views

No comments yet. Be the first to comment.

More from this blog